„მასწავლებლები მასწავლებლებისთვის, პროგრესული მომავლისთვის“
15 ივნისს, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ინიციატივითა და ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია:
“მასწავლებლები მასწავლებლებისთვის, პროგრესული მომავლისთვის”.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საუკეთესო პედაგოგიური/საგანმანათლებლო პრაქტიკის, მეთოდების, იდეების, აზრების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბება.
ღონისძიება ემსახურება პროფესიული ზრდის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ნაწილში ღირებული შესაძლებლობების შექმნას. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ და მიიღონ ინფორმაცია განახლებული საგანმანათლებლო კვლევების, სწავლების ახალი მეთოდოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეული განათლების სფეროში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები (გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, იტალია), პროგრესის პარტნიორი სკოლები და ორგანიზაციები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.
კონფერენცია შედგება ორი სესიისა და დასკვნითი ნაწილისგან:
- პირველი სესია: ქართველ და უცხოელ მომხსენებელთა პლენარული გამოსვლები;
- მეორე სესია: მომხსენებლებთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასი;
- დასკვნითი ნაწილი: ტური - თანამედროვე სკოლის მოდელი, მონაწილეთა დაჯილდოება და სერტიფიკატების გადაცემა;
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია განათლების სფეროში მოღვაწე პირებს (პედაგოგი, სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კათედრის ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი). 15 მოხსენება კი შერჩეული იქნება თემატიკის მიხედვით, სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილი კომისიის მიერ.
თემის/აბსტრაქტის წარდგენის ვადები:
- მომხსენებელთათვის საერთაშორისო კონფერენციაზე აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 მაისი 2024 წელი
- მომხსენებელთათვის სრულყოფილი საკონფერენციო მოხსენების გამოგზავნის ბოლო ვადა- 31 მაისი 2024 წელი
- კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლის/მსმენელის რეგისტრაციის ბოლო ვადა - 31 მაისი 2024 წელი
კონფერენციის მონაწილეებს კი გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები ქართულ და ინგლისურ ენაზე (მომხსენებელი/მსმენელი).კონფერენციის საუკეთესო ნაშრომები ელექტრონული ჟურნალის სახით გამოქვეყნდება ქართულ -
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ოფიციალურ ვებ გვედზე.
კონფერენციის ჩატარების თარიღი/ადგილი: ქ. ბათუმი 15 ივნისი 2024 წელი
პირველი & მეორე სესია: ჰილტონი, რუსთაველის გამზ. #40
დასკვნითი ნაწილი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრეს, ვ. შამილაძის #30
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ